კულტურა

კონსტანტინე ორბელიანი – ნიუ იორკის საქალაქო ოპერის მუსიკალური დირექტორი და დირიჟორი

ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა კონსტანტინე ორბელიანმა დაიკავა ნიუ-იორკის ოპერის მუსიკალური ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის თანამდებობა. Operawire- ის თანახმად, მაესტრო ნიუ-იორკის ოპერის თეატრში პირველად ამ ზაფხულს   გამოვა. 29 აგვისტოს ნაჩვენები იქნება “რიგოლეტოს” ახალი ვერსია. მაესტრო ორბელიანმა აღნიშნა, რომ იგი აღფრთოვანებულია ნიუ-იორკის ოპერის მუსიკალური დირექტორისა და დირიჟორის თანამდებობაზე მისი დანიშვნით. ”ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ დაეხმაროს ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვან მუსიკალურ ინსტიტუტს გაცოცხლდეს, კორონავირუსის გამო, გარკვეული პერიოდის შეზღუდვების შემდეგ. ჩვენ ოპერის მოყვარულებს საშუალებას მოგცემთ მოუსმინონ საოცარ მომღერლებს შეერთებული შტატებიდან და მსოფლიოს მასშტაბით. ვიცავთ თეატრის ტრადიციებს და თანამედროვე კომპოზიტორებს თავიანთი ნამუშევრების წარდგენას შევთავაზებთ შესანიშნავი პლატფორმით ”,- თქვა ორბელიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button