ეკონომიკამთავარი

ერევნიდან შესაძლებელი იქნება ყირიმში გამგზავრება

ავიაკომპანია ,,Nordwind ” 15 ივნისიდან დაიწყებს სატრანზიტო ფრენების განხორციელებას სიმფეროპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან ვლადიკავკაზის გავლით ერევნის და საპირისპირო მიმართულებით. ინფორმაციას ავრცელებს RIA Novosti.

ფრენები განახორციელდება Embraer E190 თვითმფრინავებით  კვირაში ერთხელ სამშაბათს, 26 ოქტომბრამდე. მგზავრობას დაახლოებით ხუთი საათი სჭირდება. სიმფეროპოლსა და ვლადიკავკაზს შორის პირდაპირი რეისი შესრულდება თანამედროვე ისტორიაში პირველად. ”მათი დაწყების შემდეგ, ყირიმის ფრენების გეოგრაფია გაფართოვდება რეკორდულად 63 მიმართულებით”, – აღნიშნა ყირიმის აეროპორტის პრესსამსახურმა.

შპს სიმფეროპოლის საერთაშორისო აეროპორტის კომერციული დირექტორის სერგეი დიაიკინის განცხადებით, ფრენები საინტერესო იქნება სიმფეროპოლიდან ერევნის მიმართულებით მგზავრებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button