მთავარისაზოგადოება

სომხეთში ყოველდღიურად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ღებულობს 1800-1900 ადამიანი: ჯანდაცვის მინისტრი

სომხეთში ყოველდღიურად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკეთდება 1800-1900 ადამიანს. ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 50 000-ს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანაჰიტ ავანესიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეთა უმრავლესობამ აცრა AstraZeneca ვაქცინით ისურვა. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, შესაძლებელია დღეში დაახლოებით 3000 აცრის გაკეთება.

ანაჰიტ ავანესიანის თქმით, ამჟამად სომხეთში სამუშაოები მიმდინარეობს სამაცივრო სიმძლავრის გასაზრდელად, ისე რომ შესაძლებელი გახდეს ისეთი ვაქცინების  იმპორტიც, რომელთათვის საჭიროა ყინულის ჯაჭვი. ინვენტარიზებულია ქვეყანაში არსებული ყველა მაცივარი, რომლებიც ასეთ ტემპერატურას უზრუნველყოფენ, ხდება  დამატებითი რაოდენობის შეძენა.

ნახეთ მეტი
Back to top button