ეკონომიკა

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში სომხეთს 75 მილიონი დოლარი გამოეყოფა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) აღმასრულებელი საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე მიღებული იქნა სომხეთის საპროგრამო დოკუმენტი  2021-2025 წლებისათვის, როლითაც გათვალსიწინებული ღონისძიებების დაფინანსების მოცულობა ადგენს 75 მლნ დოლარზე მეტს. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს გაეროში სომხეთის წარმომადგენლობა.

პროგრამის მიღებამდე სიტყვით გამოსვლისას, გაეროში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა მჰერ მარგარიანმა მაღალ დონეზე შეაფასა სომხეთის დამოუკიდებლობის დღიდან  გაეროს განვითარების პროგრამასთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და გაეროს სისტემის მხარდაჭერა სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების სფეროში.

პროგრამული დოკუმენტი გამომდინარეობს  2021-2025 წლებში სომხეთ-გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის პრიორიტეტებიდან, კერძოდ, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს სტაბილურობის, დემოკრატიული მმართველობის და სხვა სფეროებში.

დოკუმენტი ეხება მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად დაზარალებულთა და დევნილთა საჭიროებებს, ასახავს მიზნობრივ ღონისძიებებს  ომის ვეტერანების, ინვალიდთა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების, რეაბილიტაციისა და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ნახეთ მეტი
Back to top button