მთავარისაზოგადოება

ერევანი-ბათუმი-ერევანი ჩქაროსნული მატარებელი 15 ივნისიდან მუშაობას განაახლებს

ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტზე „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“  ჩქაროსნული მატარებელი მუშაობას 15 ივნისიდან  განაახლებს. ამის შესახებ სკრ-ს  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის დეპარტამენტმა განაცხადა.

მატარებელი სომხეთის დედაქალაქიდან ყოველდღე 15:30 საათზე გაემგზავრება, ხოლო ბათუმიდან 15:40 საათზე.

ბილეთები იყიდება ერევნის, ვანაძორის, გიუმრისა და არმავირის სადგურების სალაროებში ასევე სამხრეთ კავკასიის რკინიგზის საიტზე.

საიტზე  შეგიძლიათ გაეცნოთ მატარებლების დეტალურ განრიგს, კორონავირუსის პირობებში  მოგზაურობის წესებს.

ნახეთ მეტი
Back to top button