მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საბაჟო ოფიცრებმა განიხილეს ბაგრატაშენის საგუშაგოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები

სომხეთისა და საქართველოს საბაჟო წარმომადგენლები შეხვდნენ ბაგრატაშენის საგუშაგოსთან. როგორც სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს ცნობას, სომხეთის დელეგაციამ სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების შუშანიკ ნერსისიანისა და აშოტ მურადიანის ხელმძღვანელობით სომხური მხარის  მოწვევით,  უმასპინძლა  საქართველოს  დელეგაციას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნძაძის ხელმძღვანელობით.  

დღის წესრიგში იდგა  კორონავირუსის გამო უჩვეულო წლის განმავლობაში საბაჟო სფეროში გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო საშუალებებისა  და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული ელექტრონული მონაცემების წინასწარი გაცვლის   უფრო ეფექტურად განხორციელების საკითხი.

სომხეთ-საქართველოს პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ გაააქტიურებენ ორი ქვეყნის შესაბამისი ქვედანაყოფების თანამშრომლობას, რაც დადებითად აისახება საბაჟო წესების დარღვევის შემთხვევების გამოვლენისა და პრობლემების უფრო სწრაფად მოგვარებაზე. დაიგეგმა  ერთობლივი მუშაობის ტექნიკური საკითხების უფრო დეტალურად განხილვა ორი პარტნიორი სტრუქტურის ექსპერტთა ვიდეო კონფერენციების საშუალებით.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაააქტიურონ  ნაბიჯები სომხეთის კონტეინერების კონტროლის პროგრამაში გაწევრიანების პროცესის დროულად დასრულების მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button