საზოგადოება

ძლიერდება რუსეთის სამხედრო ყოფნა სიუნიქში: კოპირკინი

სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა „Sputnik სომხეთთან“  ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთმა  გააძლიერა სამხედრო ყოფნა სომხეთის სიუნიქის რეგიონში.

კერძოდ, გორის-დავით ბეკის და კაპან-ჩაკატენის გზაზე დამონტაჟდა რამდენიმე დამატებითი სასაზღვრო პუნქტი.

”რუსული მხარის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას სატრანსპორტო კომუნიკაციის კონტროლის დროს წარმოქმნილი საკითხების მშვიდობიან მოგვარებაზე”, – თქვა კოპირკინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button