საზოგადოება

აზერბაიჯანი კვლავ კორუფციული სკანდალის ცენტრშია. ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტის ახალი ანგარიში

ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტმა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელიც ეხება შვედეთის ერთ-ერთ უდიდეს კორუფციულ სკანდალს.

ანგარიშის თანახმად, კომპანია Bombardier Transport- ის შვედეთის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი, თომას ბიმერი, ბრალდებულია ქრთამის აღებაში.

ბიმერი სასამართლოს წინაშე წარსდგება 2013 წელს აზერბაიჯანში Bombardier-ის  გამარჯვებულ ტენდერში კორუმპირებულ გარიგებაში მონაწილეობისთვის.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, აზერბაიჯანში რკინიგზის მონაკვეთზე სასიგნალო სისტემების დამონტაჟების მიზნით, Bombardier -მა 100 მილიონი აშშ დოლარის ქრთამი გადაუხადა აზერბაიჯანის რკინიგზის მინიმუმ ერთ მაღალჩინოსანს 350 მილიონი დოლარის ხელშეკრულებისთვის.

ბიმერმა, როგორც პროექტის განყოფილების ხელმძღვანელმა, იცოდა აზერბაიჯანელი კლიენტისა და Bombardier -ის თანამშრომლობის შესახებ.

აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის მოსყიდული ჩინოვნიკი წარმოადგენს ადგილობრივ კომპანიას Trans-Signal-Rabita (TSR), რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა შვედურ კომპანიასთან.

სტატიაში ხაზგასმულია ისიც, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის ორგანოების თანამშრომლებმაც მიიღეს წილი ზემოხსენებული თანხიდან.

ადრე Bombardier -ის შვედეთის ფილიალის ყოფილი დირექტორი ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი.

ნახეთ მეტი
Back to top button