
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კენჭისყრის წარმატებით ორგანიზება. მან განცხადება გააკეთა ,,ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
”წარმატებებს ვუსურვებ, იმედი მაქვს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება ახალ მთავრობასთან”, – წერს ღარიბაშვილი.







