გახარიას გუნდი ყველაზე პოპულარული პარტიების სამეულშია – გამოკითხვა

როგორც „სპუტნიკი საქართველო“ წერს, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სიმპატიით სამი პარტიისადმია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოსთვის“ – განწყობილი, ასეთია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთითი კომპანია IPSOS–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
გამოკითხვის შედეგებით, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მხარს გამოკითხულთა 32% დაუჭერს, ოპოზიციურ პარტია „ნაცმოძრაობას“ – 23%, ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კი 8%.
ყოფილი პრემიერის პარტიის რეიტინგმა, რომელიც ივნისის დასაწყისში დაარსდა, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების რეიტინგს გადააჭარბა.
გამოკითხვის შედეგებით დანარჩენი პარტიების რეიტინგია:
– „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 5%;
– „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3%;
– „ლეიბორისტული პარტია“ – 3%;
– „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
– „ლელო საქართველოსთვის“ – 2%;
– „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;
– „მოქალაქეები“ – 2%;
– „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%;
– „დრო“ – 1%;
– „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ –1%;
– „ერი“ – 1%.
გამოკითხვა ტელეკომპანიის დაკვეთით 7–დან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით ათასი ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება +/- 3%-ია.







