
აშშ-ს პალატის ასიგნირების კომიტეტი განიხილავს მომავალი წლის ფინანსური დახმარების დოკუმენტს. ის სომხეთის რესპუბლიკას სთავაზობს მინიმუმ 50 მილიონ დოლარს, ხოლო არცახის განაღმისათვის ორ მილიონ დოლარს. ამის შესახებ ამერიკის სომხური ყრილობის პრესსამსახური აცხადებს.
დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია შესაბამისი ქვეკომიტეტის მიერ. განსახილველ კანონპროექტში ასევე იკრძალება იარაღის მიყიდვა თურქეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურისთვის. დოკუმენტი იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს რეზოლუციის 907-ე მუხლს, რომელიც ზღუდავს აზერბაიჯანისთვის აშშ-ს მთავრობის დახმარებას.
907-ე რეზოლუცია, რომელიც ძალაში შევიდა 1992 წელს, აუქმებს აშშ-ს უშუალო დახმარებას ბაქოსთვის, სანამ ეს უკანასკნელი სომხეთის ბლოკადას აწარმოებს. 2001 წლიდან ყოველწლიურად ეს დებულება უქმდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში სომხური ლობისტური ჯგუფები მუშაობდნენ მის ხელახლა დასამტკიცებლად. ”საგარეო ასიგნირების კომიტეტი შეშფოთებულია აზერბაიჯანისა და სომხეთის ფინანსური ასიგნებების უთანასწორობით, რაც შესაძლებელი გახდა 907-ე რეზოლუციის ყოველწლიური გაუქმებით, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო მდივანი”, – ნათქვამია კონგრესში გავრცელებულ დოკუმენტში.







