სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გდაადგინა უცვლელი დაეტოვებინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ.
2 ივლისს ბლოკებმა “სომხეთი” და “პატივ უნემ“, “ზართონქ”, “ჰაიოც ჰაირენიქ” საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს 20 ივნისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით.
9 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა 4 პოლიტიკური ძალის საჩივრები 20 ივნისის არჩევნების შედეგების ბათილობის შესახებ. პროცესში მონაწილეობდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც მოპასუხე მხარე, მე -8 მოწვევის ეროვნულ ასამბლეას 107 დეპუტატი ეყოლება,აქედან “სამოქალაქო ხელშეკრულება” – 71, ბლოკი “სომხეთი” – 29, “პატივ უნემ”-7.







