
შეერთებული შტატები შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტებით, განსაკუთრებით ერასხ/სადარაკის ბოლო ინციდენტებით. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთში აშშ-ს საელჩომ.
”ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ სწრაფად და მშვიდობიანად განმუხტონ დაძაბულობა და განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.







