მთავარიპოლიტიკა

მენენდესმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის კანდიდატს დაუყენა 907-ე შესწორების აღდგენის საკითხი

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რობერტ მენენდესმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებით სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე კარენ დონფრიდის კანდიდატურის დამტკიცების შესახებ მოსმენის დროს შეშფოთება გამოთქვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრივ  ,,თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე შესწორებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. “არმენპრესის” გადმოცემით, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი.

”აზერბაიჯანი ახლა სასაზღვრო დავის შედეგად უკვე შეიჭრა სომხეთის ფიზიკურ ტერიტორიაზე. ვფიქრობ, ისინი გააგრძელებენ აგრესიულ ქცევას მანამ, სანამ არ მიიღებენ მკაფიო შეტყობინებას, რომ ეს მიუღებელია”, – თქვა მენენდესმა.

საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს მენენდაზთან და სენატის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან. ”დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერი დახმარება, რომელსაც ჩვენ აზერბაიჯანს მივცემთ, არანაირად არ დაარღვევს ძალათა ბალანსს, რომ ჩვენ  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ერთგულები ვართ”, – თქვა დონფრიდმა.

თავისუფლების მხარდაჭერის კანონის 907-ე მუხლი ზღუდავს აშშ-ს დახმარებას აზერბაიჯანისთვის, მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების გათვალისწინებით. იგი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი არ უნდა დაუჭიროს აზერბაიჯანის მთავრობას, სანამ ეს ქვეყანა არ გადადგამს ნაბიჯებს სომხეთისა და არცახის მიმართ ბლოკადისა და ძალის გამოყენების მოსახნელად.

ნახეთ მეტი
Back to top button