საზოგადოება

„ახალგაზრდა ოჯახს – ხელმისაწვდომი ბინები“: სომხეთში მიმდინარე ამ მიზნობრივი პროგრამისათვის გამოყოფილი სუფსიდირება გაიზრდება

პროგრამის ფარგლებში  დღეისათვის  6 063 ოჯახმა შეიძინა ბინა ხელმისაწვდომ ფასებში.  ამის შესახებ სომხეთის  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განაცხადა.

სომხეთში ხორციელდება საბინაო უზრუნველყოფის  მრავალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იურიდიული, ფინანსური და სათანადო ორგანიზაციული მექანიზმების დანერგვით ხორციელდება სახელმწიფო დახმარების გაწევა ოჯახებისთვის, რომელთაც სჭირდებათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 2010 წელს სომხეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ახალგაზრდა ოჯახს – ხელმისაწვდომი ბინები“-ს კოორდინატორია   სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

პროგრამის ძირითადი მიზანია დანერგოს ეფექტური სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემა ახალგაზრდა ოჯახების საბინაო პრობლემების დასაძლევად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, მიგრაციის შემცირებას, იპოთეკური სესხების სისტემის განვითარებას, როგორც საცხოვრებლის მშენებლობის სტიმულს და სამუშაო ადგილების შექმნას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკისა და დამატებითი უწყვეტი განათლების დეპარტამენტის უფროსის გოჰარ მამიკონიანის თქმით, “ახალგაზრდა ოჯახი- ეს არის  ოჯახი, სადაც მეუღლეთა საერთო ასაკი არ აღემატება 70 წელს, ან მარტოხელა ახალგაზრდა მშობელი – შვილით”.

 როგორც სამინისტრო აცხადებს,  ”2021-2024 წლებში სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის  სუბსიდირების ოდენობა კვლავ გაიზრდება. წელს გათვალისწინებულია გამოიყოს  1 მილიარდ 300 მილიონი დრამი ( 2,5 მლნ $ ),  2022 წელს –  1 მილიარდ 737 მილიონ 500 ათასი დრამი(3,5მლნ $),  2023 წელს  –  2 მილიარდ 78 მილიონი დრამი (4,2მლნ $), ხოლო 2024 წელს  – 2 მილიარდ 425 მლნ 200 ათასი დრამი (4,875 მლნ $ )“.

ნახეთ მეტი
Back to top button