საზოგადოება

პროექტი ”The Sea of Wine” გააერთიანებს სომხეთის, საქართველოს, საბერძნეთისა და უკრაინის ღვინის სექტორებს

პროექტი ”The Sea of ​​Wine”  გააერთიანებს შავი  ზღვის რეგიონის ქვეყნებს ღვინის ტურიზმის (ენოტურიზმი) პოპულარიზაციის მიზნით.

პროექტის პრეზენტაციის  ღონისძიების მიმდინარეობისას, სტუმრებს მიესალმა სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არმან ხოჯოიანი, ისაუბრა ღვინის სექტორის, საწარმოო კომპანიების, ასევე რესტორნებისა და კაფეების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე. ასევე ისაუბრეს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ინფორმაციას ღვინის ბრმა დეგუსტაცია მოჰყვა, რამაც დამსწრეთა დღე დაუვიწყარი გახადა.

”The Sea of ​​Wine” პროექტის წყალობით, ჩვენ გვინდა შავი ზღვის რეგიონის აღნიშვნა, როგორც ტურიზმის სასურველი მიმართულება მსოფლიო მოგზაურობის რუკაზე. ჩვენ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ბიზნესს – ღვინის ქარხნებს, ტურისტულ სააგენტოებს, კომფორტულ დროებით განსახლებას, კვების ობიექტებს. ”პარტნიორი ქვეყნები ღვინის ისტორიული სამყაროს ნაწილია, რომლის აქტიური პოპულარიზაციის შემთხვევაში, ტურისტების დიდი ყურადღება და ინტერესი შეიძლება მივიპყროთ”, – აღნიშნა  ICARE ფონდის დირექტორმა  არტურ  გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button