მთავარიპოლიტიკა

შეტაკებისას გამოყენებული იქნა ნაღმმტყორცნელები, საკონტაქტო ხაზი უცვლელია: თავდაცვის სამინისტროს ახალი განცხადება

შეთანხმება მიღწეულ იქნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტაქტის ხაზზე ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით, რუსეთის სამშვიდობო სარდლობის შუამავლობით. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

„ამ დროისთვის აღნიშნული შეთანხმება ძირითადად ხორციელდება”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

ორივე მხარემ ცეცხლსასროლი იარაღი და ნაღმტყორცნელები  გამოიყენეს  აზერბაიჯანის პროვოკაციის შემდეგ დაწყებული საომარი მოქმედებების დროს. ნაღმმტყორცნელები გამოყენებული იქნა, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის არმიამ შეტევა დაიწყო ნაღმტყორცნელებით.   

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკონტაქტო ხაზი არ შეცვლილა, სასაზღვრო მდგომარეობა სომხეთის  შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშაა.

ნახეთ მეტი
Back to top button