
29 ივლისს, დილის 8:40 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა კვლავ ცეცხლი გახსნეს სომხურ-აზერბაიჯანული საზღვრის გეღარქუნიქის მონაკვეთზე მდებარე სომხური პოზიციების მიმართულებით. მოხდა ხანმოკლე ურთიერთგასროლები, სომხური პოზიციების მოქმედებების შედეგად მტრის ცეცხლი ჩაჩუმდა. 29 ივლისის პროვოკაციების შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთმა სამხედრო მოსამსახურემ ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიიღო. 09:30 საათის მდგომარეობით, სიტუაცია მშვიდია.







