საზოგადოება

ლიტვა სომხეთში გამოგზავნის ასტრაზენეკას ვაქცინის 27,5 ათას დოზას

ლიტვა ასტრაზენეკას ვაქცინის ათასობით დოზას გადასცემს უკრაინას, მოლდოვასა და სომხეთს. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ იტყობინება ლიტვის საზოგადოებრივი ტელერადიო კომპანია. კერძოდ, 28 ივლისს, ლიტვის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება სომხეთში 27 500 დოზის ვაქცინის გაგზავნის შესახებ. უკრაინასა და მოლდოვაში შესაბამისად 131 ათასი და 26 ათასი 500 დოზა გაიგზავნება.

ნახეთ მეტი
Back to top button