მთავარიპოლიტიკა

სომხეთის მთავრობამ აუეს-ში სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა აზერბაიჯანის წინამდეგ ტყვეებთან დაკავშირებით

44-დღიანი ომის დროს და მას შემდეგაც  სომხეთის მთავრობამ შეიტანა სახელმწიფოთაშორისი საჩივარი აზერბაიჯანის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მიერ 250 სომეხი დატყვევებული სამხედროს  ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. საჩივარი  გამოძიების პროცესშია. ამის შესახებ Civic.am- ს განუცხადა აუეს-ის  ოფისის ექსპერტმა, ჰასმიკ სამველიანმა.

მისივე თქმით, სომხეთმა უკვე შეიტანა სხვადასხვა საჩივრები ომის დანაშაულების, უნებართვო იარაღის, ტერორისტების, სირიელი დაქირავებულების გამოყენების შესახებ. „ცალკე საჩივარია თურქეთის წინააღმდეგ. ეს საჩივრები იქნა წარდგენილი და ევროსასამართლომ მიიღო განცხადებები. მათ უკვე უმსვლელობა უნდა მისცენ. ის ფაქტი, ეს საჩივრები მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, უკვე ჩვენს სასარგებლოდ ალაპარაკობს“.

სომხეთმა შეიტანა სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თურქეთის წინააღმდეგ 44-დღიანი ომის დროს “სირიელი დაქირავებულთა რეკრუტირებისა  და აზერბაიჯანში მათი გადაყვანის შესახებ”. ეს მოწმობს აზერბაიჯანის მიერ კონვენციის დარღვევაზე, აღნიშნა  აუეს წარმომადგენელმა.

კერძოდ, სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ თურქეთმა დაარღვია არცახელი  ხალხის სიცოცხლის უფლება.  გარდა ამისა  არცახელი ხალხი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას,  პირადი და ოჯახური საკუთრების განადგურებას, რაც ასევე კონვენციის მოთხოვნების  დარღვევაა.

ნახეთ მეტი
Back to top button