მთავარიპოლიტიკა

ქართულ მხარესთან განიხილეს სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებული საკითხები

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვაჰან ქერობიანი და მინისტრის მოადგილე ავაგ ავანესიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს რესპუბლიკაში. 29 ივლისს ვაჰან ქერობიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია შეხვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს. ამის შესახებ ინფორმაციას  სომხეთის  ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

პარტნიორებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, შეეხნენ  ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხებს, საგადასახადო და საბაჟო სფეროებში თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს გავლით სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button