მთავარიპოლიტიკა

Human Rights Watch შეეხო ბაქოში სომეხი პატიმრების უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნას

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch- ის ევროპისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს დირექტორი გიორგი გოგია დღეს ბაქოს სასამართლოს მიერ შირაკელი  სომეხი ტყვეების უკანონო განაჩენს ეხმაურება.

მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ სომეხი ტყვეების სისხლისსამართლებრივი დევნა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არის ჟენევის მე -3 კონვენციის დარღვევა.

„ტყვე ჯარისკაცებს უნდა მიეცეთ ტყვეთა სტატუსი,  ისინი დაბრუნებულნი უნდა იქნენ  საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ”, – წერს გოგია Twitter- ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ შირაკიდან 13 სამხედრო ტყვეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და იარაღის უკანონო შეძენის ყალბი  ბრალდებით.

ნახეთ მეტი
Back to top button