მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანი დაინიშნა

სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ნიკოლ ფაშინიანი დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ბრძანებულება გამოქვეყნდა სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„კონსტიტუციის 149 -ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნიკოლ ფაშინიანი

დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად”, – ნათქვამია განკარგულებაში.

პრემიერ -მინისტრობის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარდგენილ იქნა ეროვნული კრების მმართველი ფრაქციის “სამოქალაქო ხელშეკრულების” მიერ.

ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის 25 აპრილს დატოვა და დაიწყო სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროცესი. გადადგომის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა ნიკოლ ფაშინიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button