
12 აგვისტოს ღამით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სცადეს არცახის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის კონტაქტის ხაზის გადაკვეთა არცახის რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში. თავდაცვის არმიის კონტრშეტევების შედეგად, მცდელობა აღიკვეთა, მტერმა უკან დაიხია საწყის პოზიციებზე. სომხური მხრიდან დანაკარგები არ არის. არცახის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის განმახორციელებელი რუსული სამხედრო ჯგუფის სარდლობა მაშინვე ინფორმირებული იქნა აზერბაიჯანული მხარის პროვოკაციის შესახებ.







