
მკვეთრად გაიზარდა თაფლის ექსპორტი სომხეთიდან. ინფორმაციას ავრცელებს სრ ეკონომიკის სამინისტრო.
“2021 წ იანვარ-ივლისში დაახლოებით 65 ტონა თაფლი გავიდა ექსპორტზე, მაშინ, როცა
წინა წლის განმავლობაში ექსპორტირებული იქნა 19 ტონა,” – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე გაიზარდა თაფლის მწარმოებელთა რიცხვი. სომხეთიდან თაფლს უკვე 11 კომპანია აწარმოებს.
სომხური თაფლი ექსპორტირებულია რვა ქვეყანაში: აშშ, ბელგია, კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ომანი, სურინამი, რუსეთი.







