
სომხეთის პრემიერ -მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ბრძანებით, არმენ გრიგორიანი გათავისუფლდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან, სხვა ბრძანებით იგი დაინიშნა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნად.
“დაინიშნოს არმენ გრიგორიანი უშიშროების საბჭოს მდივნად”, – ნათქვამია დანიშვნის ბრძანებაში.
გრიგორიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა მიმდინარე წლის 14 ივლისს.







