
სომხეთის პრემიერ -მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს. ამის შესახებ ეროვნულ კრებაში სამთავრობო პროგრამის განხილვისას თავის გამოსვლაში განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარბაშვილის საქმიანობას სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების საქმეში. “არ შემიძლია არ აღვნიშნო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირადი წვლილი 12 ივნისს ჩვენი ტყვეების დაბრუნების ორგანიზებაში”, – განაცხადა ფაშინიანმა.







