პოლიტიკა
ლაჩინის დერეფნის მახლობლად განხორციელებული სამხედრო წვრთნა მხოლოდ ზიანის მომტანია: სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ლაჩინის რეგიონში დაიწყო აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები”. საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ სომხეთმა“ სთხოვა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანს ვაჰან ჰუნანიანს კომენტარი გაეკეთებინა ამის შესახებ.
“ჩვენ მიგვაჩნია თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნების ჩატარება ლაჩინის დერეფნის მიმდებარედ, სომხეთსა და არცახის საზღვარს შორის, ეს არის დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებზე საზიანო ქმედება, რომელიც არ შეესაბამება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის სულისკვეთებას, ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას“, -აღნიშნა პრეს-მდივანმა.







