ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი მზად არის დაეხმაროს სომხეთის მთავრობას ახალი სტრატეგიის განხორციელებაში

ვიცე -პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი სებასტიან მოლინეუსი და მსოფლიო ბანკის სომხეთის ოფისის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი კაროლინ გეგინატი. შეხვედრისას კაროლინ გეგინატმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა დაეხმაროს სომხეთის მთავრობას ახალი სტრატეგიის განხორციელებაში, სომხეთში შემოაქვს საუკეთესო მსოფლიო გამოცდილება და ცოდნა. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს სომხეთის ვიცე-პრემიერის მჰერ გრიგორიანის ოფისი.

წყაროს ცნობით, ვიცე -პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს წარუდგინა მთავრობის ახალი პროგრამით დამტკიცებული ძირითადი მიზნები, სადაც განსაკუთრებით ხაზგასმულია ადამიანური კაპიტალის განვითარება, ინფრასტრუქტურებისა და ეკონომიკური სფეროს  გარდაქმნა.

მსოფლიო ბანკის სომხეთის ოფისის ხელმძღვანელმა კაროლინ გეგინატმა მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა დაეხმაროს მთავრობას ახალი სტრატეგიის განხორციელებაში, რაც სომხეთს მოუტანს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასა და ცოდნას.

ვიცე -პრემიერის წინადადებით მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გაიმართოს გაფართოებული დისკუსია უახლოეს მომავალში მსოფლიო ბანკის მიერ სომხეთში განხორციელებული პროგრამების შესახებ, რათა განისაზღვროს შემდგომი ქმედებები.

ნახეთ მეტი
Back to top button