
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრემიერ -მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.
“არმენპრესის” ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა მანე გევორგიანმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ თანამოსაუბრეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და დარწმუნებულნი არიან, რომ ორ ძმურ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მიიღებს კიდევ ერთ ახალ იმპულსს პრემიერ -მინისტრის დღევანდელი ვიზიტის შემდეგ.







