კულტურა

ფესტივალზე “ჩემი ხელქმნილი სომხეთი” წარმოდგენილი იქნება რეგიონული ოსტატების სხვადასხვა ნამუშევარი

ფესტივალი “ჩემი ხელქმნილი სომხეთი” მოეწყობა სომხეთის რეგიონებში, ტრადიციული რეწვის – ხეზე და ქვაზე კვეთის, ქსოვილების, ქარგვის, ხალიჩების ქსოვის, თიხის ჭურჭლის და ა.შ. აღდგენის პროცესის ხელშეწყობისთვის.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ღონისძიება 11-12 სექტემბერს გაიმართება “კაფესჯიან” ხელოვნების ცენტრში (კასკადი).

ფესტივალის დამთვალიერებლებს  შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ხელობები ორდღიანი ღონისძიების განმავლობაში, მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში, განავითარონ თავიანთი ხელოსნობის უნარი.

ფესტივალი “ჩემი ხელქმნილი სომხეთი” არის “ჩემი სომხეთის” პროგრამის ერთ -ერთი მთავარი ინიციატივა. ფესტივალი უკვე მეოთხე წელია ტარდება “ტერიანის” კულტურულ ცენტრთან ერთად.

ნახეთ მეტი
Back to top button