საერთაშორისო

პორნო სკანდალი აზერბაიჯანში: მოლაც კი თაღლითების ხაფანგში აღმოჩნდა

როგორც haqqin.az იუწყება, გუშინ ბინაგადინის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამიზ გეიუშოვი გარიცხეს პარტიიდან  “ენი აზერბაიჯანი”. მისი გარიცხვის მიზეზი ინტიმური ვიდეო მასალა გახდა. 67 წლის გეიუშოვი ვიდეო ჩათში შიშველ გოგონას ესაუბრა და მასტურბირებს. არ არის ცნობილი თუ  როგორ გამოჩნდა ინტიმური კადრები ინტერნეტში.

მედია წერს, რომ სოციალურ ქსელებში თაღლითები მესენჯერის საშუალებით სხვადასხვა მამაკაცებს ურეკავენ. რჩება მხოლოდ ზარზე პასუხის გაცემა და  კადრში გამოჩნდება გოგონა, რომელიც გთავაზობთ ვირტუალურ სექსს. სინამდვილეში, აბონენტი არ არის ნამდვილი ადამიანი, არამედ სპეციალური პროგრამა, რომელიც აჩვენებს ამ  ქალის სხეულს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ თაღლითობის მსხვერპლი ბევრია. ნახიჩევანის ერთ -ერთი რელიგიური ფიგურაც კი გაება მათ მახეში. საწყალი სირცხვილისაგან სახლიდანაც კი ვერ გამოდის.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილმა თანაშემწემ პოლიტიკურ საკითხებში ალი ჰასანოვმა განაცხადა, რომ მასაც აშანტაჟებდნენ აბაზანაში გადაღებული ვიდეო კადრებით, რომელიც იყო დამუშავებული და გადაღებული ეროტიკული ვიდეოს თანხლებით.  არ არის გამორიცხული, რომ ის ასევე გახდა ამ მავნე  ქსელის მსხვერპლი.

ნახეთ მეტი
Back to top button