ეკონომიკასაზოგადოება

სადახლო-ბაგრატაშენის გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

სომხეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე დებედზე ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

საბურღი სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხიდის საფუძვლები გამაგრებულია და ბეტონირდება. ხიდის მშენებლობა შეესაბამება მშენებლობის ფაზის სამუშაო გეგმას. მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო.

ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე დებედზე, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ბაგრატაშენ-სადახლოს გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, არის ერთობლივი სომხურ-ქართული პროექტი, რომელსაც აფინანსებს ევროპის  რეგონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

ნახეთ მეტი
Back to top button