მთავარიპოლიტიკა

არავითარი დებულება დერეფნის გამოყოფის შესახებ არ არსებობს: ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანული მხარის ქმედებები გორის-კაპანის გზატკეცილზე ხორციელდება სომხური მხარის იმ განცხადებების საპასუხოდ,  რომ 9 ნოემბრისა და 11 იანვრის განცხადებებში არ არის ნახსენები დებულება სომხეთის  ტერიტორიის გავლით რაიმე დერეფნის  მიკუთვნების თაობაზე. ფაშინიანმა  ამაზე ილაპარაკა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა -პასუხის დროს.

„2020 წლის დეკემბერში ჩვენ ჩავატარეთ სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციების შეთანხმების პროცესი იმ საზღვრებით, რომლებიც მემკვიდრეობით მივიღეთ საბჭოთა კავშირიდან.  ეს პროცესი განხორციელდა ახალი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ” – თქვა პრემიერმა.

ამ კონტექსტში პრემიერ -მინისტრმა კვლავ შეახსენა 2010 წელს მიღებული  კანონი ადმინისტრაციულ -ტერიტორიული დაყოფის შესახებ  „მასში ნათლად არის ნათქვამი, რომ კერძოდ, შურნუხ-ვოროტანის სოფლების ადმინისტრაციული საზღვრები შეესაბამება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარს.  ამ შემთხვევაში, მე უნდა განვაცხადო, რომ ეს არის რეალობა, საბჭოთა კავშირის დროს, კერძოდ ამ ნაწილში, საბჭოთა სომხეთის და საბჭოთა აზერბაიჯანის არსებული ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა, რომელიც მოგვიანებით სახელმწიფო საზღვრად იქცა. ეს რეალობა მიღებულია, როგორც საფუძველი. ახლა, იგივე ლოგიკით, გორის-კაპანის მაგისტრალი ორ ადგილას კვეთს სომხეთის რესპუბლიკის ან საბჭოთა სომხეთის ადმინისტრაციულ საზღვარს.  სწორედ ამ გარემოების გამო   გაჩნდა იქ ჩვენთვის ცნობილი საგზო ნიშნები და  ბაზები”,-თქვა მან.

პრემიერ -მინისტრმა შეახსენა, რომ 2020 წლის დეკემბერში მიღწეულიიქნა შეთანხმება, რომ ეს გზა სომხეთის რესპუბლიკის საქონლისა და მანქანების ტრანზიტისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ვინაიდან უცხოური ტვირთის ვარიანტი არ იყო დაფიქსირებული ამ შეთანხმებაში, ამ სიტუაციაში აზერბაიჯანი იყენებს ამ გარემოებას  ჩვენი იმ განცხადების საპირისპიროდ,  რომ 9 ნოემბრისა და 11 იანვრის განცხადებებში არ არის ნახსენები დებულება სომხეთის  ტერიტორიის გავლით რაიმე დერეფნის  მიკუთვნების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button