პოლიტიკა

საზღვრების დემარკაცია–დელიმიტაციისას შევეჯახეთ უკანონობას: ოჰანიანი სიუნიქში აზერბაიჯანის ქმედებების შესახებ

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ოპოზიციური ფრაქცია “ჰაიასტანის”ხელმძღვანელი  სეირან ოჰანიანი, აცხადებს, რომ ამჟამად, სიუნიქში, გორის-კაპანის გზის ზოგიერთ მონაკვეთზე აზერბაიჯანელების უკანონო ყოფნის გამო, პრობლემები იქმნება სადემარკაციო და სალიმიტაციო სამუშაოებისას.  ოჰანიანმა ეს თქვა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ის გაუგებრად მიიჩნევს იმ ტერიტორიების გადაცემას ერთი გასროლის გარეშე, რაც სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება აზერბაიჯანელებისთვის შემდგომი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

„პრობლემები წარმოიქმნება რეალური დემარკაციის დროს. რას ნიშნავს საბჭოთა კავშირის რუკა, რას ნიშნავს სხვა და სხვა რუკები, რა არის მათი სამართლებრივი საფუძველი, სად იქნა აღიარებული ეს რუქები? ”ჩვენ გვყავს ბევრი ისტორიკოსი, იურისტი, ვისთვისაც სამართლებრივი საფუძველი, ისტორიული იურისპრუდენცია ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი მათგანი ადასტურებს, რომ ეს ტერიტორიები სომხური იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ისინი ზეწოლის შედეგად  გადავიდნენ აზერბაიჯანელებზე”, – თქვა ოჰანიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ვიდგეთ იქ, სადაც ვიდექით ომის დასრულების შემდეგ, არ დავთმოთ არც ერთი სანტიმეტრი.

“რადგანაც ყოველგვარი საფუძვლის, კონკრეტული იურიდიული დოკუმენტის გარეშე, პოზიციები გადაეცა აზერბაიჯანელებს და თუ მოგვიანებით რეალური დემარკაციის და დემილიტაციის  შემდეგ მივხვდებით, რომ ეს არის სომხური, ძალიან ძნელი იქნება აზერბაიჯანელების უკან გაყვანა ამ საზღვრებიდან”, – თქვა ოჰანიანმა მან დაამატა, რომ ის გულისხმობს სტრატეგიულ სიმაღლეებს, გორის-კაპანის გზის მონაკვეთებს, სადაც აზერბაიჯანელებმა უკვე შექმნეს პოლიციის ბაზები.

მან დასძინა, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემებია წარმოშობილია არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკის თვალსაზრისითაც.

ნახეთ მეტი
Back to top button