მთავარიპოლიტიკა

კუხო-ს წევრი ქვეყნები შექმნიან სამხედრო პოლიციას, საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურას და სასამართლოებს

დუშანბეში გამართულ შეხვედრაზე, კოექსიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცის  ლიდერებმა დაამტკიცეს გეგმა კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების თანამედროვე იარაღით აღჭურვის შესახებ, ნათქვამია სამიტის დასრულებისას  მიღებული დეკლარაციის ტექსტში.

„რია ნოვოსტის“  ცნობით, მათ ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო პოლიციის, სამხედრო დაზვერვის, სამხედრო პროკურატურისა და სასამართლოების შექმნის შესახებ.

ორგანიზაციის წევრებმა, ავღანეთში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, განმარტეს ცენტრალური აზიაში ჯარების ოპერატიული  განლაგების გეგმა. მათ პირობა დადეს, რომ გადადგამენ ნაბიჯებს სამხრეთ საზღვრების დასაცავად.

კუხო  მოიცავს ხუთ ქვეყანას: სომხეთს, ბელორუსიას, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს. კოლექტიური უშიშროების საბჭოს შემდეგი სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის ბოლოს ერევანში.

ნახეთ მეტი
Back to top button