კულტურამთავარი

სომხეთის საუკეთესო ღვინოები ერთ ადგილას: 2 ოქტომბერს გაიმართება არენის ღვინის ფესტივალი

როგორც „არმენპრესი“   წერს,  ვაიოც ძორის  რაიონის სოფელ არენში 2 ოქტომბერს გაიმართება ღვინის ფესტივალი. ფესტივალის ვიზიტორთა რაოდენობამ, რომელსაც გამორჩეული ადგილი უკავია სომხეთის ღონისძიებათა ტურისტულ ბაზარზე, უკვე გადააჭარბა 37,000 -ს, მათი  დიდი ნაწილი უცხოელი ტურისტია. ფესტივალი  ყოველწლიურად იმართება, ამიტომაც  ის უკვე ცნობილია, როგორც შემდგარი  ღვინის ფესტივალი, როგორც  სომხეთის მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტული ორგანიზაციებისა და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისათვის.

ფესტივალზე ღვინის მეწარმეები სომხეთიდან და არცახიდან  გამოდიან ცალკე პავილიონებით, იქნებიან სახლში დამზადებული ღვინის მწარმოებლებიც.  ამ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სოფელ არენის, ასევე ვაიოც  ძორის რაიონის სხვა თემის მოსახლეობაც.  დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ 200 სახეობის ღვინო. ასევე წარმოდგენილი იქნება ვაიოც  ძორის რაიონის ტრადიციული კერძები, ტკბილეული, მოსავალი და საქონელი. ყველის ფართო ასორტიმენტი წარმოდგენილი იქნება ყველის მწარმოებელთა პავილიონებში.

ნახეთ მეტი
Back to top button