მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა გაეროს უზენაეს სასამართლოში

დღეს სომხეთის რესპუბლიკამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა საერთაშორისო სასამართლოში, დაადანაშაულა რა რასისტული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში.

მოსარჩელე აცხადებს, რომ “აზერბაიჯანი ათწლეულების განმავლობაში რასობრივ დისკრიმინაციას უწევდა სომხებს”, რომ “სახელმწიფოების ამგვარი ანტი-სომხური პოლიტიკის შედეგად, სომხები დაექვემდებარნენ სისტემურ დისკრიმინაციას, მასობრივ მკვლელობებს, წამებას და სხვა სახის ბოროტად გამოყენებას”.

სომხეთი აცხადებს, რომ ეს დარღვევები მიმართულია სომხური წარმოშობის პირების წინააღმდეგ, მიუხედავად მათი რეალური მოქალაქეობისა. სომხეთი აცხადებს, რომ ეს პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ გამოიხატა 2020 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის აგრესიის შემდეგ, სომხეთის და არცახის წინააღმდეგ, რომ “ამ შეიარაღებული კონფლიქტის დროს აზერბაიჯანმა ჩაიდინა კონვენციის უხეში დარღვევები”.

სომხეთი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგაც და 2020 წლის 10 ნოემბერს ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც, აზერბაიჯანმა განაგრძო მკვლელობა, წამება, ძალადობის სხვა ფორმების გამოყენება სომეხი სამხედრო ტყვეების და სხვა დაკავებულების წინააღმდეგ.

აღინიშნება, რომ სომხური მხარის ყველა მცდელობამ კონვენციის დარღვევებს წერტილი დაესვას, შედეგი არ გამოიღო.

სომხეთმა სასამართლოს მოუწოდა “უკიდურესად აუცილებელი” დროებითი ზომების მისაღებად სომხეთში სომხების უფლებების დასაცავად.

ნახეთ მეტი
Back to top button