მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა ჩაიბარა კუხო– ს თავმჯდომარეობა

სომხეთმა ჩაიბარა  კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავმჯდომარეობა. როგორც იტყობინება “არმენიპრესი”, კუხოს– ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომის დასასრულს, ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა მიულოცა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს თავისი ქვეყნის სახელით კუხო– ს თავმჯდომარეობის მიღება და უსურვა ნაყოფიერი საქმიანობა.

კუხოს წევრ ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოების და კუხოს უშიშროების საბჭოს მდივანთა კომიტეტის მორიგი სხდომები დაგეგმილია სომხეთში 2022 წლის პირველ ნახევარში.

ნახეთ მეტი
Back to top button