მთავარიპოლიტიკა

დღეს სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

დღეს სომხეთის მოქალაქეები აღნიშნავენ სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს.

სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიღებული იქნა  1990 წლის 23 აგვისტოს, სომხეთის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე. ამ  დოკუმენტით  გაუქმდა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და სომხეთი გამოცხადდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად.

სომხეთის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჩატარდა რეფერენდუმი სსრკ -დან გამოყოფისა და დამოუკიდებელ  სახელმწიფოდ შექმნის შესახებ. ქვეყანაში ამომრჩევლის უფლების მქონე მოქალაქეთა 94,99% –მა დადებითად უპასუხა ამ კითხვას. ორი დღის შემდეგ რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სომხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

ნახეთ მეტი
Back to top button