საზოგადოება
კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

,,Metronome.ge” წერს, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი, ხოლო ვირუსისგან 1 910 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 6.85 %, ბოლო შვიდი დღის – 6.46 %.







