კულტურა

სრულიად სომეხთა კათალიკოსი შეხვდება რომის პაპს

5 ოქტომბერს სრულიად სომეხთა პატრიარქი, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა გარეგინ მეორე  გაემგზავრა რომში (იტალია), რათა მონაწილეობა მიიღოს  სანტ-ეგიდიოს სათვისტომოს  მიერ ორგანიზებულ  ფორუმში და საყოველთაო ლოცვაში, რომელიც ჩატარდება  თემაზე  “ხალხი როგორც ძმები და ქვეყნის მომავალი:  რელიგიებისა  და კულტურების დიალოგი“. ამის შესახებ ინფორმაციას წმინდა ეჯმიაწინის  საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

უწმინდესი სიტყვით გამოვა ფორუმზე, ასევე ის ქადაგებს ეკლესიათაშორის ლოცვის ცერემონიალზე.

ვიზიტის ფარგლებში სრულიად  სომეხთა კათოლიკოსი შეხვდება უწმინდესს პაპ ფრანცისკეს.

ნახეთ მეტი
Back to top button