კულტურა

ცნობილია ერევნის მე -18 საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს გარგარის“ გამარჯვებულები

ერევნის მე -18 საერთაშორისო კინოფესტივალმა „ოქროს გარგარი“ შეაჯამა საკონკურსო პროგრამების შედეგები.

დახურვის ცერემონიის დროს ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები.

საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსში “ოქროს გარგარმა”  ოქროს გარგარი გადასცა სრულმეტრაჟიან ფილმს   “ქვები” (რეჟისორი ვინოთრაჯ  პ.ს., ინდოეთი), ხოლო ვერცხლის  გარგარი”  მიენიჭა  ფილმს  “ქვემო დინება კინშასაში” (დიოდო ჰამადი, კონგო / საფრანგეთი / ბელგია).

განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა ფილმმა  “ახალი ძველი სპექტაკლი” (რეჟისორი ციუ  წუნწიუნი, ჰონკონგი / საფრანგეთი). პეტერ ვან ბიურენის სახელობის პრიზი FIPRESCI მიენიჭა   ფილმს „მოთვინიერება“ (რეჟისორი სალომე ჯაში, შვეიცარია/ გერმანია/ საქართველო).

კონკურსში „ბირთვი“  ოქროს გარგარი დაიმსახურა ქრისტინე ჰარუთიუნიანის ფილმმა „მსოფლიო“ (აშშ/სომხეთი), ვერცხლის გარგარი მიიღო ჰოვიკ ჰაკობიანის ფილმმა „მიწისქვეშა“ (საფრანგეთი/სომხეთი).     

ნახეთ მეტი
Back to top button