კულტურა

რუსი არქიტექტორი. არცახში ახლა ბევრი ძეგლი განადგურების საფრთხის წინაშეა

არცახში ახლა ბევრი ძეგლი განადგურების რეალური საფრთხის წინაშეა. 11 ოქტომბერს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსმა არქიტექტორმა ანდრეი ივანოვმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე “ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, როგორც სახელმწიფოებს შორის ეფექტური დიალოგის საშუალება”.

მისივე თქმით, კონფერენცია მნიშვნელოვანია არცახის ძეგლებზე ყურადღების მიქცევის თვალსაზრისით.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ საკითხების ფართო საერთაშორისო გაშუქებით. გარდა ამისა, სომხეთის სახელმწიფო უწყებებმა ეს საკითხი ყველა პლატფორმაზე უნდა დააყენონ. საერთაშორისო კონტროლია საჭირო. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ სიტუაცია არის რთული, ზოგჯერ კრიტიკულიც, როგორც შუშიში,” – თქვა მან.

ივანოვმა ისაუბრა მიმდინარე წლის ივლისში არცახში მოგზაურობის შესახებ, სადაც მან რამდენიმე დღე გაატარა.

”იქ მშვენიერი ბუნებაა, სტეფანაკერტი კარგი ქალაქია. ის უკეთესი გახდა, ვიდრე 10 წლის წინ იყო. ქალაქი აღადგინეს ბოლო ომის განადგურების შემდეგ. ”მე მზად ვარ, მომავალში ჩავატარო კვლევა არცახში, თუ იქნება შესაბამისი მოწვევა”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button