ეკონომიკა

სომხეთი მონაწილეობს ევროპაში საკვების უმსხვილეს გამოფენაში

9 -დან 13 ოქტომბრამდე სომხეთი მონაწილეობს ევროპაში საკვებისა და სასმელების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – “ანუგა 2021”. გამოფენა ტარდება კიოლნში, გერმანია. სომხეთი წარმოდგენილია რვა კომპანიით, რომლებიც მოქმედებენ მცენარეული ჩაის, ჩირის და საკონსერვო წარმოების სფეროებში.

სომხეთის მონაწილეობა გამოფენაში შესაძლებელი გახდა “აღმოსავლეთ პარტნიორობა, მზად ვაჭრობისათვის. EU for Business Initiative ” პროგრამით. პროექტს ახორციელებს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი ევროკავშირის მხარდაჭერით.

“ანუგა 2021” არის ყველაზე დიდი საერთაშორისო პლატფორმა კონტაქტების დამყარებისა და გაყიდვების ხელშეწყობისათვის, რომლებშიც სომხური კომპანიები არიან წარმოდგენილი პანდემიის დაწყების შემდეგ. გამოფენაში მონაწილეობა ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციას, ასევე ექსპორტის მოცულობისა და გეოგრაფიის გაფართოებას.

”ასეთ წამყვან გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით არსებულ პირობებში, როდესაც პანდემიის გამო კომპანიებს წლინახევრის განმავლობაში წართმეული აქვთ თავიანთ პარტნიორ-მყიდველებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა.

“Anuga 2021 -ში მონაწილეობა ხელს უწყობს, რომ სომხური კომპანიების პროდუქტები უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს უცხოურ ბაზრებზე, ხსნის ახალ გზებს ექსპორტისთვის”, – ნათქვამია სომხეთში ევროკავშირი ბიზნესისთვის ინიციატივის (EU4Business) წრეებში განხორციელებული პროგრამის ,,ვაჭრობისათვის მზად“ ხელმძღვანელი კარენ გევორგიანი.

გამოფენების განახლების შემდეგ, “ანუგა 2021” ყველაზე დიდია ევროპაში მონაწილე კომპანიების რაოდენობით და ფართობის სიდიდით. წელს გამოფენაში მონაწილეობს 94 ქვეყნის 4000 -ზე მეტი კომპანია.

ნახეთ მეტი
Back to top button