კულტურა

“ტური” სომეხთა გენოციდის მუზეუმში მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან

ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ “დაათვალიეროთ” სომეხთა  გენოციდის მუზეუმი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.

სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტისა და On Point– ის ერთობლივი მუშაობის წყალობით, უკვე შესაძლებელია ვირტუალური ვიზიტი სომეხთა გენოციდის მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში, გაეცნოთ გამოფენილ ბანერებსა და საგნებს.

შესაძლებელია არა მხოლოდ ძირითადი ტექსტების ნახვა, არამედ წაკითხვაც, ექსპონატების ახსნა-განმარტება.

ვირტუალური გამოფენის ავტორები არიან გაიანე მოვსესიანი და ერიკ ჰარუთიუნიანი, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით განსაკუთრებული პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. ამ გზით ისინი ცდილობდნენ სომეხთა გენოციდის ისტორიის ზოგიერთი ეპიზოდი ხელმისაწვდომი გახადონ  მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

სომეხტა გენოციდის მუზეუმს ყოველწლიურად ასი ათასობით ადამიანი სტუმრობს.

ნახეთ მეტი
Back to top button