მთავარიპოლიტიკა

სომხეთს შეუძლია ხელცარიელი დატოვოს ბაქოსა და ანკარის მტრული რეჟიმები: ვარდან ვოსკანიანი

ჩვენს რეგიონში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ბაქომ და ანკარამ თავისი სამხედრო კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩადებით შესაძლოა ვერ მიაღწიოს ეგრეთ წოდებულ “თურანის დერეფანს” (ბაქოს დიქტატორი მას უწოდებს “ზანგეზურიანს”, თურქეთი კი “ნახჭევანიანს”), და გეოპოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა ირანოლოგმა ვარდან ვოსკანიანმა.

მან, კერძოდ, აღნიშნა. ”აშკარაა, რომ ,,თურანის დერეფანი,, აწუხებს არა მხოლოდ ირანს, არამედ ინდოეთსაც, ასე რომ, სულ მცირე, ეს ორი რეგიონალური ზესახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ  ირანის სპარსეთის ყურე-შავი ზღვა და ინდოეთის ჩრდილოეთ-სამხრეთი, ძირითადი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პროექტები განხორციელდეს სწორედ სომხეთის ტერიტორიით, რომლის შესახებაც უკვე იყო ოფიციალური განცხადებები.

შესაბამისად, “თურანის დერეფნის” იდეის ერთხელ და სამუდამოდ დამხობით, და ზემოაღნიშნული პროგრამების განხორციელებით, სომხეთს შეუძლია არა მხოლოდ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თავისი გეოპოლიტიკური პოზიცია ჩვენს რეგიონში, არამედ ბაქოს და ანკარის მტრული რეჟიმები დატოვოს ხელცარიელი თავადვე აღნიშნულ მახეში.

აი თუ რატომაა ამდენად მნიშვნელოვანი სომხეთის სიუნიქის რეგიონის ტერიტორიის ყოველი მონაკვეთი, რომლის გორის-კაპანის გზის ვოროტანის მონაკვეთზე ბაქოს დიქტატორი  პრობლემებს უქმნის ირანსა და ინდოეთს, რათა არ განხორციელდეს ეს პროგრამები.

ნახეთ მეტი
Back to top button