პოლიტიკა

მტკიცებულებები მოწმობენ, რომ აზერბაიჯანს განზრახული აქვს ეთნიკური წმენდა: ჰააგის სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები

სომხეთმა  მრავალი მტკიცებულება წარადგინა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რაც მოწმობს აზერბაიჯანის მიერ  სომეხი ტყვეების წამებისა და დამცირების ფაქტებზე, ეთნიკურ წმენდაზე.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, სასამართლო ინფორმირებული იყო, რომ აზერბაიჯანმა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სამმხრივი განცხადებით, 9 ნოემბერს აიღო ვალდებულება, რომ დააბრუნოს ყველა სამხედრო ტყვე, მაგრამ მაინც განაგრძობს სამხედრო ტყვეების, სამოქალაქო პირების დაკავებას. აღინიშნა როგორც დაუდასტურებელი ტყვეების, ასე და 45 დადასტურებული ტყვეების შესახებ.

”ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა დააკავა ეს 45 ადამიანი უდავოა”, – თქვა მომხსენებელმა და დასძინა, რომ მათი სახელები და სხვა ინფორმაცია დოკუმენტებშია მოცემული, ესენი არიან ადამიანები მდაზუსტებული  სახელებით, სახეებით, ოჯახებით.

მან სასამართლოს შეახსენა, რომ აზერბაიჯანის სპეცრაზმმა დეკემბერში სომეხი ჯარისკაცებიც კი შეიპყრო სოფელ ჰინ თაღერსა და ხწაბერდთან ახლოს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ტერიტორიის მიმდებარე ორი სოფელი არ შედიოდა იმ რაიონებში, საიდანაც სომხური ჯარები უნდა გასულიყვნენ.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულება, ეს  45 ტყვე და  დაადასტურა და სხვა ტყვეტა  უმეტესობა აწამეს და დაამცირეს აზერბაიჯანელებმა.  არსებობს არაერთი პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს, რომ სამხედრო ტყვეები, სამოქალაქო პირები დაწვეს ან  ელექტრო დენი გამოიყენეს წამებისათვის. ამრიგად, სასამართლოს წარუდგინეს უამრავი ფაქტობრივი მტკიცებულება, ვიდეო, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ. სასამართლოში წარმოდგენილი იყო მკვლელობების და არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელი ვიდეოები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, დამცირება ახლაც გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button