მთავარიპოლიტიკა

გეღარქუნიქში შემოჭრილი აზერბაიჯანელები გააქტიურდნენ: ადამიანის უფლებათა დამცველი

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეჭრილნი არიან სომხეთის რესპუბლიკაში გეგარქუნიქის რეგიონში, აშენებული აქვთ დიდი თავშესაფრები, დაგროვილი აქვთ  დიდი რაოდენობით შეშა და გზებიც მოაბეტნეს.  ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი არმან თათოიანი ავრცელებს.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების აქტიურობა ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა.

„უფრო მეტიც, ისინი აგრძელებენ ახალი გზების მშენებლობას, ზრდიან  სამხედროთა რიცხვს  და შეიარაღებას.  მუდმივად ახორციელებენ აქტიურ საინჟინრო სამუშაოებს პოზიციის გასაძლიერებლად.  სიტყვა ეხება  აზერბაიჯანის უკანონო დისლოცირებას  სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე და იქ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

ისინი ფიზიკურად იმყოფებიან იმ მიწებზე, რომლებიც ეკუთვნის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს კანონიერი დოკუმენტებით  დადგენილი უფლებებით. ეს მონაცემები დადასტურებულია ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატის, მათ შორის, გეგარქუნიქის რეგიონალური ქვედანაყოფის ფაქტების დამდგენი სამუშაოების ფარგლებში, სანდო მტკიცებულებებით და რამდენიმე წყაროდან დამოწმებული მონაცემებით.

ეს არის აზერბაიჯანული პოზიციები, საიდანაც აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ დანაშაულებებს ჩადიან.  ისინი რეგულარულად ესვრიან გეგარკუნიქის სოფლებს ვერინ შორჟას, სოტკს და სხვა სოფლებს, განსაკუთრებით მოქალაქეთა  სახლებს, ცეცხლს უკიდებენ სამოქალაქო პირების საძოვრებს, სათიბებს.

სომხეთის რესპუბლიკის სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე და სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების ყოფნა ღიად კრიმინალური ხასიათისაა, ეს თავისთავად არღვევს სოფლის მცხოვრებთა სასიცოცხლო და სხვა უფლებებს.

ნახეთ მეტი
Back to top button