მთავარისაზოგადოება

პუტინმა ისაუბრა სომხეთთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ

სომხურ-რუსული მე-8 ინტერრეგიონალური ფორუმის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა სხვადასხვა სფეროში სომხეთთან თანამშრომლობის შესახებ.

”ურთიერთობა რუსეთსა და სომხეთს შორის, რომელიც ემყარება მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, მართლაც სამოკავშირეოა”,-თქვა პუტინმა და მიესალმა ფორუმის მონაწილეებს.

„ჩვენს სახელმწიფოებს შორის არის არსებითი პოლიტიკური დიალოგი, ეფექტური თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. რეგიონთაშორისი თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების განვითარებაში, ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებაში ეკონომიკურ, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში”,-აღნიშნა მან.

პუტინმა თქვა, რომ კონფერენციის ფარგლებში სომეხი და რუსი ოფიციალური პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო, ექსპერტ-ბიზნეს წრეები შეძლებენ გამოცდილების გაცვლას, ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განხილვას და შემდგომი ერთობლივი მუშაობის გზების დასახვას.

18 ოქტომბერს ერევანში გაიხსნა მერვე რუსულ-სომხური ინტერრეგიონალური ფორუმი. ღონისძიება, რომელიც ხვალ გაგრძელდება, ორგანიზებული იყო რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სომხეთის ტერიტორიული მმართველობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.

ნახეთ მეტი
Back to top button